Sunday, October 19, 2008

ვინდოუსი თუ ლინუქსი



30 წელია რაც კომპიუეტერთან მომუშავეები ვინდოუსის პროგრამას იყენებენ. ის განვითარდა ამ 30 წლის განმავლობაში და დაიხვეწა. ვინდოუსით მუშაობენ ყველა დაწესებულებაში, სადაც კომპიუტერული ტექნიკაა, გარდა საჯარო სკოლებისა. უკვე რამდენიმე წელია “ირმის ნახტომის" დახმარებით მიმდინარეობს საჯარო სკოლების კომპიუტერიზაცია, რომლებშიც ჩატვირთულია ლინუქსის პროგრამა.
ვინდოუსი და ლინუქსი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ორივეს თავის პლიუს-მინუსი გააჩნია, თუმცა უმრავლესობა უპირატესობას მაინც ვინდოუსს ანიჭებს. საინტერესოა თქვენი აზრი. გთხოვთ, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს ფორუმში.